მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სპეც. ტანსაცმელი და ქალის ტანისამოსი შესაძლოა გერმანიასა და აშშ-ში გაიყიდოს

5e38509e1a5bd
თამუნა ქემერტელიძე
03.02.20 23:30
2786
სამკერვალო ფაბრიკა “ივერია” ამერიკულ და გერმანულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, თებერვალში ქართული სპეც. ტანსაცმელი - გერმანიაში, ხოლო ქალის ტანისამოსი აშშ-ში გავა ექსპორტზე. ამის შესახებ Bm.ge-ისთან კომპანია “ივერიის” დირექტორმა, დავით ბიძინაშვილმა ისაუბრა.

“ექსპორტზე გასული ტანსაცმლის ფასი იმის ნახევარი იქნება, რაც ევროპაშია, თუმცა ეს ფასი საქართველოში არსებულ ღირებულებასთან შედარებით, მაინც მაღალია”,- აღნიშნავს ბიძინაშვილი. მისი თქმით, ამ მიზეზით ექსპორტი შეიძლება იმდენად დაეხმაროს კომპანიას, რომ მუშახელის 600-700-ლარიანი ხელფასები 900-1000 ლარი გახდეს.

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა Bm.ge-ისთან ბაზარზე არსებულ სირთულეებზეც ისაუბრა და დარგის მთავარ პრობლემად მუშახელის ნაკლებობა დაასახელა.

“ახალგაზრდები ამთავრებენ პროფესიულ სასწავლებლებს, მაგრამ არ ვიცით სად მიდიან, დარგში არავინ რჩება. ჩვენთანაც მოდიან, სწავლობენ და 1 თვეში მიდიან. ბოლო შემთხვევისას 15 მკერავიდან 3 დარჩა ჩვენთან, დანარჩენები წავიდნენ. სად არ ვაკეთებთ რეკლამებს, ხელფასებიც გავზარდეთ, თუმცა ეს პრობლემა არ გვარდება”,- აღნიშნავს დავით ბიძინაშვილი.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, როგორც აღმოჩნდა, 18 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრაზე არ ყოფილა. ამის შესახებ ბიძინაშვილი პროტესტს გამოთქვამს:

“მხოლოდ იმ კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, ვინც ექსპორტზე მუშაობს. როგორც ჩანს, დანარჩენები მწარმოებლებში არ ვითვლებით…”

ბიძინაშვილის თქმით, მწარმოებლები კიდევ ელოდებიან მინისტრთან შეხვედრას და პროტესტის გამოთქმის შედეგად ფაბრიკა “ივერიის” დირექტორი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრას თვითონაც დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები