საქართველოში პირველად, ისრაელის სილიკონ ველის ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ჩამოვიდნენ და გლობალური სტარტაპ ფონდი შექმნეს. ფონდი 10 საუკეთესო სტარტაპიდან თითოეულს დაახლოებით $30 000-ით დააფინანსებს.ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე, ინვესტორებთან ერთად ქართველი ბიზნესმენები, GITA-ს წარმომადგენლები და სტარტაპერები იმყოფებოდნენ.


































