გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში კომპანია Tam Management-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ როგავამ კომპანიის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, Tam Management-ი საფრენი აპარატების მოდერნიზებით არის დაკავებული, საუბარია სხვადასხვა ქვეყნის საკუთრებაში მყოფ შვეულმფრენებზე, რომელთა სრულ ტექნიკურ მომსახურებას და ხელახალ აწყობასაც კომპანიის ტექნიკოსები უზრუნველყოფენ.
მიხეილ როგავას განმარტებით, ამ პროცესში Tam Management-ის ძირითადი პარტნიორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ჰოლდინგის Ukroboronprom-ის შემადგენელი კომპანიები.
“მინდა დავიწყოთ იმით, რომ Ukroboronprom წარმოადგენს სახელმწიფო კონცერნს და არის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სტრატეგიული მწარმოებელი უკრაინაში. ეს ჰოლდინგი თავისი ქოლგის ქვეშ უამრავ უკრაინულ სამხედრო სათადარიგო ნაწილების მწარმოებელ ქარხანას და კომპანიას აერთიანებს.
როგორც იცით, კომპანია Tam Management-ი დაკავებულია სამხედრო-საჰაერო აპარატების კაპიტალური რემონტით და მოდერნიზაციით. გარკვეული ექსპლოატაციის პერიოდის შემდეგ, თვითმფრინავები და ვერტმფრენები საჭიროებენ ექსპერტიზას, შემოწმებას და შერემონტებას. სწორედ ამ პროცესების განსახორციელებლად ჩვენს კომპანიას ესაჭიროება სარემონტო კომპლექტები თუ მოდერნიზებული ბლოკები ან აგრეგატები, რის შეძენასაც Ukroboronprom-ში შემავალი კომპანიებისგან ვახდენთ. ასევე, მათთან ერთად, უკრაინაში ვარემონტებთ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს როგორიც არის თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ძრავები.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მათთან პარტნიორობა 2016 წლიდან იწყება და უკვე 6 წელს ითვლის. ამ პერიოდში ჩვენ ერთობლივად უამრავი კონტრაქტის შესრულება შევძელით,”- განაცხადა მიხეილ როგავამ გადაცემა Forbes-ის კვირაში.
უკრაინული კომპანიები, რომლებიც Tam Management-ის ქვეკონტრაქტორები არიან: SE SFTF “Progress”, SE Odessa Aircraft Plant, RADIONIX LLC, FED LLC,JSC Motorsich, Soty LLC, PE UKRAVIASERVIS, SE ukrspetsexport – part of UKROBORONPROM Holding.
ამჟამად კომპანია 5 აფრიკული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შვეულმფრენების მოდერნიზებით არის დაკავებული.