მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტელევიზიების რეიტინგი სარეკლამო შემოსავლების მიხედვით

5e4fbcf175eea
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.20 15:23
11456
საქართველოში მოქმედმა ტელეკომპანიებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 2019 წლის ბოლო სამ თვეში სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. რეიტინგის სათავეში ტელეკომპანია იმედია, ხოლო რეკლამიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე დიდი კლება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს აქვს. 

ახალმა მაუწყებელმა, "მთავარმა არხმა" 2019 წლის მეოთხე კვარტალში 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ტელეკომპანია "პირველის" სარეკლამო შემოსავალი კი 1.4 მილიონი ლარი იყო. 

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

· ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი
· სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი
· მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი
· ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი
· საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი  
· სილქნეტი - 614,660.89 ლარი
· ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი
· სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი
· რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი
· ტვ 25 – 133,989.90 ლარი
· ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი
· სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი
· ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი
· სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი
· პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი
· რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი
· არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი
· ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი
· ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი
· დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი
· სხვა - 431,697.56 ლარი

"2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო,"- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები