მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული თემა“ სათამაშოების ნაკრების ექსპორტზე მუშაობს

61b868fbdf7e6
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 09:45
1810
„ქართული თემის“ სათამაშოების ნაკრები „პირამიდები“ და „კოშკები“ ექსპორტისთვის ემზადება - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ უთხრა.

„ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებს მცირე ზომის სათამაშოების ნაკრები საინტერესო შეფუთვით შესთავაზა. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“ - მომხმარებელს პოპულარულ ხის სათამაშოების აღმოჩენა შეუძლია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, 2020 წლიდან „ქართული თემის“ პროდუქტი მცირე მოცულობით აშშ-შიც გავიდა. მანუჩარ ლობჟანიძის განმარტებით, დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიდან ამ პროდუქტის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ ისინი "პირამიდების" და "კოშკების" ექსპორტზე აქტიურად მუშაობენ.

„ჩვენს პირამიდებში და კოშკებში მოთავსებული სათამაშოები უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია. რაც შეეხება ექსპორტს საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ქართველი ემიგრანტები დაგვიკავშირდნენ და „პირამიდების“ წაღებით დაინტერესდნენ, თუმცა ეს პროცესი ადგილობრივ ბაზრებზე სერტიფიცირების მოთხოვნების გამო მცირედით შეფერხდა. ახლა მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ველით, რომ სულ მალე ეს საკითხი გადაწყდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ-ში „ქართული თემის“ პირამიდები 2020 წელს მცირე რაოდენობით გავიდა, თუმცა ახლა უკვე საუბარია 1 000 ყუთამდე ყველა დასახელების პროდუქტის - კოშკის, დიდი და მცირე პირამიდის გატანაზე. ეს არ არის დიდი მოცულობები, თუმცა საწყის ეტაპზე კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „ქართული თემის“ პირამიდები და კოშკები 2022 წლიდან შესაძლოა უცხოურ ბაზრებზეც ვიხილოთ“, - განაცხადა მანუჩარ ლობჟანიძემ.

ცნობისთვის: “ქართულ თემაში” ყოველდღიურად დაახლოებით 6 000 “პატარა პირამიდა”, 3000 - “გოლიათი პირამიდა” და 2000 ცალი “კოშკი” მზადდება, სულ რამდენიმე დღეში კი სათამაშოების ბაზარს “ქართული თემის” კიდევ ერთი პროდუქტი - “ბუს კვერცხები” შეემატება. კომპანია 50-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები