მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების მედიკამენტების ექსპორტი შემცირდა - სად ვყიდით?

წამლები

2025 წლის I კვარტალში ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტი 18.6%-ით 4.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ექსპორტის მაქსიმალური ნიშნული 5.8 მლნ აშშ დოლარი გასულ წელს დაფიქსირდა, როგორც რაოდენობაში ასევე მოცულობაში.

მიმდინარე წლის TOP-5 საექსპორტო ბაზარი კი ასეთია:

  1. აზერბაიჯანი - $1.04 მლნ;
  2. ტაჯიკეთი - $922.3 ათასი;
  3. სომხეთი - $765.6 ათასი;
  4. ყაზახეთი - $572.8 ათასი;
  5. უზბეკეთი - $426.4 ათასი.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 163,5 მლნ აშშ დოლარის დაფასოებული და 6.3 მლნ აშშ დოლარის დაუფასოებელი მედიკამენტები იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები