თხილის კულტურა და მისი მოსავლიანობა იმდენად მაღალი გახლდათ,რომ საქართველოს მსოფლიო თხილის ბაზრის მწარმოებელთა სამელშიც შედიოდა. დღეს მდგომარეობა და პოზიციები არის რადიკალურად შეცვლილი და ამის მიზეზიც ბევრია. მოკლე ინფორმაცია თხილის წარმოების და ექსპორტის შესახებ: 2015 წელს მოსავალი 35,000 ტონას შეადგენდა, მას შემდეგ, აზიური ფაროსანას შემოსევისა და სოკოვანი დაავადების გავრცელების შედეგად, თხილის მოსავალი განახევრდა. რაც შეეხება მის ექსპორტს და ფულად შემოსავალს, ის 2015 წლის შემდეგ სამჯერ არის შემცირებული, რაც ბაზარზე თავად თხილის ფასის ვარდნითაც არის განპირობებული. 2014 წელს თხილის ექსპორტის $179 მილიონი იყო, 2015 წელს $173 მილიონი, 2018 წელს კი $55 მილიონი იყო ანუ, ჩვენ თითქმის სამჯერ ნაკლები მივიღეთ.
სტუმარი: გიორგი თოდუა - საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი


































