მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტყავი ხარისხს ვერ აკმაყოფილებს - HisHer

hisher

„ქართული ტყავი ხარისხს ვერ აკმაყოფილებს,“- ამის შესახებ BMG-სთან ნატურალური ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი HisHer-ის თანადამფუძნებელმა, სალომე ჯინჭარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ პროდუქცია ქართული ტყავით ეწარმოებინათ, ადგილობრივი ნედლეული ხარისხს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, ბრენდი იტალიურ და თურქულ ნედლეულს იყენებს.

„ამ ეტაპზე, ძირითადად კორპორაციული შეკვეთებით ვართ დაკავებული და ონლაინ გაყიდვებით ვახდენთ პროდუქციის რეალიზაციას. ვაწარმოებთ ტყავისგან დამზადებულ აქსესუარებს, მათ შორის საფულეებს, სამასაჯურებს, საბარათეებსა და სხვა აქსესუარების ნაირსახეობას.

უნდა აღვნიშნო, რომ ნედლეულზე ფასები გაზრდილია. ამ ეტაპზე, ექსპორტზე გასვლა არ იგეგმება და ეს თემა დაპაუზებული გვაქვს,- აცხადებს ჯინჭარაძე.

მისივე ცნობით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ქართულ ბაზარზე ბევრი კონკურენტი კომპანია გაჩნდა, თუმცა მათზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომავალ წელს სახელოსნოს გაფართოება და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე, სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

ცნობისთვის, ნატურალური ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი HisHer თბილისში მდებარეობს და საოჯახო ბიზნესია. საწარმო 2020 წელს დაარსდა და ტყავისგან დამზადებულ აქსესუარებს, მათ შორის საფულეებს, სამასაჯურებს, საბარათეებსა და ჩანთებს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები