მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ვეგანური თავის მოვლის საშუალებები BAGA დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში გავა

6465f0e7549a7
ნანუკა ნარიმანიძე
21.05.23 23:11
975
ვეგანური პრემიუმ ხარისხის თავის მოვლის საშუალებების ბრენდი BAGA მალე ბრიტანეთისა და ამერიკის ბაზარზე შევა. ექსპორტის გაფართოების შესახებ ბრენდის თანადამფუძნებელმა ქეთევან ვარდოსანიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

„BAGA უკვე წარმოდგენილია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ნიდერლანდებსა და თურქეთში, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაშიც გახდება. გარდა ამისა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოში საწარმოს გახსნა წარმოადგენს, რისთვისაც ძალიან ბევრს ვშრომობთ“, - აღნიშნა მან.

ბრენდი ნედლეულს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებს, ნედლეულის ფასის გაზრდასთან ერთად, კომპანიამ ფასები უმნიშვნელოდ გაზარდა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასი უცვლელად დავტოვოთ ან მინიმალური რაოდენობით გაიზარდოს, რადგან ბრენდის უმთავრესი მისიაა, იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის“, - განმარტა დამფუძნებელმა.

ქეთევან ვარდოსანიძე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი სირთულე მომხმარებლის ცნობადობის გაზრდაა.

„სანდოობის მოპოვება და ცნობადობის გაზრდა ყველაზე დიდი გამოწვევაა. ახალთან შეგუებას დრო სჭირდება, ხალხი ეჭვის თვალით უყურებს პროდუქტს, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენიმე თვეში დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ამ ეტაპზე უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყავს, რაც ძალიან გვახარებს. მათ ძალიან მოსწონთ ის იდეა, რომ ქართველები მაღალი ხარისხის პროდუქტს ქმნიან“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, BAGA გასულ წელს ნიდერლანდებთან და თურქეთთან პარტნიორობით შეიქმნა და ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს. ამ ეტაპისთვის ბრენდი 24 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, როგორიცაა შამპუნები, სახის შრატები და საცხები, ასევე დერმატოლოგიური ხაზი და ა.შ. პროდუქტი მზადდება და სერტიფიცირებას გადის თურქეთში, BAGA-ს გუნდი 10-15 ადამიანს ითვლის. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, სოციალური მედია არხების გამოყენებით, ასევე ბრენდის მაღაზიაში, რომელიც ახვლედიანის 1 ნომერში მდებარეობს და ვოლტის აპლიკაციის დახმარებით. მალე პროდუქტის შეძენა ბრენდის ვებგვერდზეც იქნება შესაძლებელი, რომელიც უახლოეს მომავალში გაეშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები