მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული სავლები 18 ლარი ღირს

6165cc1114486
მარიამ ადამია
13.10.21 00:00
2442
ქართული წარმოების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული სავლები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. მას "გლიპერა" დაერქვა და არის ანტიმიკრობული პირ-ხახის სავლები, რომელიც გამოიყენება პირის ღრუსა და ხახაში მიკრობების: ვირუსების, ბაქტერიების და სოკოების რაოდენობის შესამცირებლად. "გლიპერა" ესაა დაცვის საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის დაავადების ალბათობას სხვადასხვა მიკრობებით. საშუალება უკვე დაიტესტა ინდოეთში, კერძოდ ბანგალორის უნივერსიტეტში, Covid-19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ და მან 100 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მისი გამოყენება მიზანშეწონილია კონტაქტების შემდგომ, რომლის დროსაც არსებობს Covid-19-ის ვირუსით დაავადების რისკი.

როგორც კომპანია "ძალას" გენერალურმა მენეჯერმა, ვახტანგ ფავლენიშვილმა, გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა, "გლიპერა" არის ერთგვარი აქტიური ფარი პირბადესთან და ვაქცინაციასთან ერთად.

“კვლევების მიზანს სწორი დოზირება წარმოადგენდა, ამიტომ დღეს უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოყენების სიხშირე და არც ასაკობრივი კატეგორია შეზღუდული არაა. სავლებთან ერთად ზამთრის ბოლოს ცხვირის სპრეიც იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე, რომლის სარეგისტრაციო სამუშაოები მიმდინარეობს ახლა,” - აღნიშნა ვახო ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ანტიბაქტერიული საშუალება საქართველოსა და ინდოეთის შემდეგ რეგიონულ ბაზრებზეც გავა, პირველ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანში და მომავალში არც ევროპის ქვეყნებში ექსპორტს გამორიცხავენ. რაც შეეხება ღირებულებას, ქართული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული სავლები 18 ლარი ღირს და

საქართველოში მისი შეძენა შესაძლებელია PSP-ს სააფთიაქო ქსელში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები