მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო საშუალება აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი

61003bc2b7169
მარიამ ადამია
28.07.21 00:14
4243
“ქართული წარმოების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული სავლები საშუალება აგვისტოში, ხოლო ცხვირის სპრეი იანვრიდან უკვე საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტულ კომპანიებში გაიყიდება”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, ელიავას ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების დირექტორმა, ვახტანგ ფავლენიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხვირის სპრეი ამ ეტაპზე საქართველოში კლინიკურ კვლევას იწყებს, რომელიც სამ თვეში დასრულდება და სარეგისტრაციო სამუშაოები დაიწყება, ხოლო რაც შეეხება პირის სავლებს ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სერიების წარმოება.

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია არ იყო გამოცხადებული მსოფლიოში, ქართველმა პროფესორმა გერმანიაში, თეიმურაზ კურცალიამ კვლევაზე დაყრდნობით გადაწყვიტა წყალბად-ზეჟანგის ურთიერთქმედების შედეგად ანტივირუსული მედიკამენტი დაემზადებინა. წყალბად-ზეჟანგი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი და ეფექტური ანტიმიკრობული საშუალებაა, რეალურად ანადგურებს ყველა მიკრობს, თუმცა მთავარი გამოწვევაა ის, რომ ამ მიკრობებთან ერთად ანადგურეს ადამიანის უჯრედებსაც, შესაბამისად გამოყენება არაა უსაფრთხო და სწორედ ამაში მდგომარეობს ინოვაციაც, რომელიც საქართველოში გვინდა რომ დავნერგოთ და პირველი ნაბიჯებიც გადადგმულია, რადგან ნაპოვნია გზა თუ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წყალბად-ზეჟანგის უნივერსალური ანტიმიკრობული საშუალება ისე, რომ არ დაზიანდეს ადამიანის უჯრედები და შედეგად მივიღეთ ქართული კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსული საშუალება", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ელიავას ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების დირექტორის თქმით, კვლევების მიზანს სწორი დოზირება წარმოადგენდა, ამიტომ დღეს უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოყენების სიხშირე და არც ასაკობრივი კატეგორია შეზღუდული არაა.

“მაგალითად მოხვდით ხალხმრავალ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ არ გრძნობთ თავს, რადგან არსებობს დაინფიცირების რისკი, ამ საშუალების გამოყენებით კი შეგიძლიათ, რომ ეს რისკები შეამციროთ და სანამ ვირუსი მოახდენს ჩვენს ინფიცირებას, მანამდე ის მაქსიმალურად გავანადგუროთ ჩვენს ორგანიზმში,” - განაცხადა ვახტანგ ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, ანტიბაქტერიული საშუალება საქართველოსა და ინდოეთის შემდეგ რეგიონულ ბაზრებზეც გავა, პირველ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანს და მომავალში არც ევროპის ქვეყნებში ექსპორტს გამორიცხავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები