მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების USB კაბელები ექსპორტზე ნიგერიაში გავა

60fcfeab9897e
BM.GE
25.07.21 09:58
4065
ქართული სტარტაპის - "ჯინვენტორის" მიერ დამზადებული USB კაბელები ექსპორტზე ნიგერიაში გავა, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "ჯინვენტორმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში USB - კაბელების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პანდემიის მიუხედავად, შეძლო პროდუქცია, „ამაზონის“ მეშვეობით, აშშ-ში გაეტანა, ასევე პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში გაგზავნის ნიგერიაში.

"ჯინვენტორის" წარმოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმოების ციკლი ასევე ითვალისწინებს მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას. კომპანიამ უარი თქვა ამ მასალის იმპორტირებაზე და თანამშრომლობს რიგით მოქალაქეებთან, რომელთაგან იბარებს პლატმასის ბოთლების სახურავებს მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.

„სტარტაპი „ჯინვენტორი“ რამდენიმე გარემოების გამოა საინტერესო. ჯერ ერთი, ის აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელიც აქამდე საქართველოში არ მზადდებოდა და ამით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში უკვე შევიდა მსხვილ ჩინურ მწარმოებლებთან. კომპანია ასევე მუშაობს საექსპორტო ბაზრებზე. ამავე დროს, რაც დამატებით ღირსებას მატებს ამ წარმოებას, ესაა კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნეს კონცეფცია - ისინი მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იბარებენ მოსახლეობიდან ნედლეულის სახით და იმას გადაამუშავებენ, რაც ძალიან მისასალმებელია,“ - განაცხადა მინისტრმა წარმოების დათვალიერების შემდეგ.