მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ზეითუნის ზეთი ნიუ-იორკში გაიყიდება

5d8b732fd1165
ლიკა გურაბანიძე
28.09.19 20:00
4762
ამერიკის ბაზარზე, ნიუ-იორკში ქართული ზეითუნის ზეთი ექსპორტზე მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიყიდება. როგორც BM.GE-ს ბიზნესმენმა, „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელმა ავთანდილ ჩხეიძემ განუცხადა, ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქსელურ მაღაზიასთან და რესტორნებთან მიმდინარეობს. საქართველოდან ნიუ-იორკში თავდაპირველად დაახლოებით 20 000 ბოთლი ზეითუნის ზეთი გაიგზავნება.

ბიზნესმენის განმარტებითვე, პროდუქცია 5-დან 10-დოლარამდე საფასო სეგმენტში გაიყიდება.

„ქართულ ზეითუნის ზეთს ნიუ-იორკში მაღაზიებში ელოდებიან და მოთხოვნა დიდია.

პროდუქცია 250 გრ, 500 გრ და 750 გრ ბოთლებში ჩამოისხმევა და მისი ფასი ზომის მიხედვით 5-დან 10-დოლარამდე იქნება. ქსელური მარკეტების მენეჯმენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სადაც პირველ რიგში დახლების გაკეთებას დავიწყებთ და პურთან ერთად მყიდველი ქართულ ზეითუნის ზეთსაც დააგემოვნებს“ - განაცხადა ჩხეიძემ.

ნიუ-იორკის შემდეგ პროდუქცია ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, კონექტიკუტში, ვაშინგტონში, მასაჩუსეტსში, ბოსტონში და ფლორიდაში გაიყიდება.

ქართული ზეითუნის ზეთი, რომელიც ამერიკის ბაზარზე გაიყიდება კომპანია „ჯეოლაივ“-ის (ქართული ზეთისხილი) კუთვნილებაშია და პროექტი ორ მხარეს შორის კოლაბორაციით განხორციელდება.

კომპანია „ქართული ზეთისხილი"  ზეთისხილის ბაღებს კახეთში ფლობს.  „ქართული ზეთისხილის" ზეთი 250-გრამიან, 500-გრამიან და 750-გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები