მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა დაბალბიუჯეტურმა OneClick Airways-მა თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო

Oneclick Airways

ქართულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Oneclick Airways-მა თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Oneclick Airways-მა პირველი ფრენა Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულა.

"პირველ ფრენასთან დაკავშირებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გაიმართა. თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან", - ნათქვამია TAV Georgia-ს გავრცელებულ განცხადებაში.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, OneClick Airways პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება 2025 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი ჩარტერული რეისი შეასრულა.

ქართულ საავიაციო ბაზარზე ONECLICK AIRWAYS-ი გამოჩნდა|ვინ არიან ახალი ავიაკომპანიის მფლობელები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები