“ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში, სამი კომიტეტის თავმჯდომარეების კანდიდატურები წარადგინა. შესაბამისი განცხადება დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.
წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს, დარწმუნებული ვარ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




























