არ უნდა დავიღალოთ ამ ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ - ლევან ცუცქირიძე "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე არ უნდა დავიღალოთ ამ ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ - ასე მიმართა EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ცუცქირიძე "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე.
"ძალაუფლება ამ შენობაში არ არის. კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლება არის საქართველოს მოქალაქეებთან. უმრავლესობამ უღალატა იმას რაც კონსტიტუციაში წერია.
აქ წერია რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს ქვეყანა და ისინი დღეს განიხილავდნენ კანონს, რომელიც ჩაკეტავს კარს ევროპისკენ მსვლელობისთვის. ეს არის კონსტიტუციის, ქვეყნის ღალატი და ამ ადამიანების მოტყუება.
მინდა ჩემ მეგობრებს უკან ვთხოვო, რომ მიაწოდონ ჩვენ თანამოქალაქეებს, სამართალდამცავებს, რომ მათაც იცოდნენ კარგად რომ ისინი ხალხთა კონსტიტუციას ემსახურებიან და არა ამ მთავრობას.
მივმართავ სამართალდამცველებს პოლიციელებს, ესენი არ ვიცი რას ფიქრობენ მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც რაღაცას გეტყვიან და უნდა გააკეთოთ... ამ დროს თქვენ იქნებით მარტო ღმერთსა და თქვენს სინდისთან და მაშინ უნდა მოიქცეთ სწორად. არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა დავიღალოთ ამ ბრძოლაში და არ უნდა შეგვეშინდეს არაფრის და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მან.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დღეს დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის ფონზე, მიმდინარეობს აქციაც.