მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს - ცაჰკნა

ესტონეთი

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

როგორც ცაჰკნა წერს, ქვეყნის პროევროპული კურსი საფრთხის წინაშეა.

„საქართველოს ხელისუფლება კვლავ მიმართავს რეპრესიებს და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზიდან კიდევ უფრო აშორებს. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს“, — წერს ცაჰკნა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები