მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა თაფლმა უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მოიპოვა

BM.GE
19.06.23 12:43
217
თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „კოდის“ წარმოებულმა თაფლმა – „ნინოწმინდის თაფლი – ალპიდა“ ხარისხის ნომინაციაში უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თაფლის საერთაშორისო კონკურსი ლონდონში ყოველწლიურად იმართება და ის აერთიანებს ორ ნომინაციას – თაფლის ხარისხი და შეფუთვა (დიზაინი). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მეწარმეებს, რომლებიც თავად აწარმოებენ და ყიდიან მხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციას. ყოველწლიურად, კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობს. 

ვინ იღებდა საქართველოდან მონაწილეობას? 

სტუმარი: ალეკო პაპავა - საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები