მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუმ" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით, ₾30 მლნ უნდა გადასცეს

ნაკრები

"ქართუმ" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით, ₾30 მლნ უნდა გადასცეს. ამის შესახებ პირობა საქველმოქმედო ფონდმა ჯერ კიდევ აპრილში დადო და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვე-ჯგუფიდან გასვლისთვის „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს დააჯილდოებდა.

"საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვე-ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვე-ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ საქართველოსთვის ისტორიული დღე იყო. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალშია. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები