მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის - პრემიერი

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ სანქციების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება მათთვის, ვინც საქართველოს სანქციებს დაუწესებს.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი არ არის სერიოზული.

"სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ არასერიოზულია დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ხელისუფლება სანქციებით, თუ რამე სხვა მექანიზმით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ, გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით. ვემსახურებით ამ ხალხის და ამ საზოგადოების ინტერესს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მსგავსი საუბარი სანქციებზე არასერიოზულია და ასეთი ტიპის ზომების გამოყენება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, ვინც შეიძლება, ასეთ რამეს ფიქრობდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები