მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ. გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია - დევიდ კამერონი „რუსულ კანონზე“

დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ „რუსული კანონი“ არასწორია და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს.

დევიდ კამერონმა საკითხზე Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტორიტარული რეჟიმების მიერ სამოქალაქო ორგანიზაციების შეზღუდვის მსგავსი მცდელობები გლობალურად პრობლემაა.

„ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ვფიქრობთ, ეს აქტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს უცხოური არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. ავტორიტარული რეჟიმების ამგვარი შეტევა ნამდვილად პრობლემაა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წამყვანის კითხვის საპასუხოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები