მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების პროექტი NASA Space Apps Challenge-ის ფინალში მოხვდა

5f2d00e03fedf
BM.GE
07.08.20 11:18
1738
NASA Space Apps Covid-19 Challenge Georgia-ს ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი 1300-ზე მეტი პროექტიდან ფინალში, 40 საუკეთესო გუნდში, მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდი საქართველოდან მსოფლიო მასშტაბით ტოპ 40-ეულშია.

NASA Space Apps Challenge-ის ყოველწლიურ შეჯიბრებაში უკვე მესამე წელია საქართველოც აქტიურად ჩაერთო თბილისის სტარტაპ ბიუროსა და პარტნიორების ორგანიზებით. ყოველწლიური შეჯიბრების გარდა, წელს მიმდინარე მოვლენების შედეგად გაჩნდა უშუალოდ პანდემიაზე ფოკუსირებული პროექტი NASA Space Apps Covid-19 Challenge, რასაც საქართველოში ტრადიციულად უმასპინძლა და ორგანიზება გაუწია თბილისის სტარტაპ ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ.

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამა წლის 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალური ჰაკათონი - NASA Space Apps COVID-19 Challenge - ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მონაწილეებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნეს ვირტუალური გუნდები და დედამიწის დაკვირვების მონაცემებზე
დაყრდნობით, შეიმუშავეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები.

გამოწვევები ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსისა და მისი გავრცელების შესწავლიდან, დამთავრებული იმ შედეგებით, რაც დაავადებამ მოუტანა დედამიწის სისტემას.

საქართველოს ჰაკათონის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა გუნდმა სახელად NOtoNO2 გლობალურ ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია. NOtoNO2, რომლის კვლევის მიზანსაც წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების წილის განსაზღვრა COVID19 პანდემიის ლეტალობაში, NASA-ს შეჯიბრების ფინალშია. 

მათი კვლევით უკვე დადასტურდა, რომ სიკვდილიანობა მჭიდროდ კორეგირებს პოპულაციის თავისუფალი რადიკალებით
დაბინძურებულ ჰაერში ხანგრძლივი ცხოვრებით გამოწვეულ სასუნთქი ეპითელის დაზიანებასთან. კვლევით გამოვლინდა პოპულაციის ინფექციისადმი მდგრადობის გაზრდის ორი გზა:

1. შევამციროთ ჰაერის დაბინძურება ზოგადად და განვასახლოთ ინფექციისადმი მოწყვლადი პოპულაცია სუფთა ჰაერის მქონე ტერიტორიებზე
2. გავცეთ რეკომენდაცია მოსახლეობის მიმართ, რათა მათ საკვებად ჭარბად მიიღონ თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ სოციალური ფაქტორები (კვების რაციონი, ჰაერის დაბინძურება) ზოგიერთ პოპულაციაში კოვიდ19 სიკვდილიანობას ამაღლებს 16,5%მდე, ხოლო ზოგ პოპულაციაში აქვეითებს 0,5%მდე. ჩვენი რეკომენდაციების დაცვა შესაძლებელს გახდის კოვიდ 19 სიკვდილიანობა, დღეს მსოფლიოში საშუალო -5%დან დაქვეითდეს 1,5%-მდე.
კვლევა კვლავ გრძელდება, გუნდის წევრები აგრძლებენ მუშაობას კვლევის ინტერნაციონალიზაციასა და გლობალურ ვალიდურობაზე.

ჯილდო გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულებისთვის მოიცავს ვიზიტს NASA-ში გამარჯვებული პროექტების წარსადგენად და იძლევა NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ორგანიზატორების ინფორმაციაში.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები