ჩვენს ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი, უკვე ჩავლილი სადღესასწაულო არდადეგები ნამდვილად იძლევა კარგი მოგზაურობის დაგეგმვის შესაძლებლობას. ბოლო პერიოდში ბიუჯეტიდან გამომდინარე, ქართველი დამსვენებელი საშობაო თუ საახალწლო პერიოდის გატარებას საზღვარგარეთ ამჯობინებს. 25 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით ქართველი მოგზაურები სხვადასხვა მიმართულებით მიემგზავრებიან. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია, ამასთან გაზრდილია ის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დასვენებისთვის აქვთ განკუთვნილი - რომელ ქვეყნებში გაატარეს ქართველებმა შობა-ახალი წლის არდადეგები და რა მოლოდინებია უკვე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით - მარიამ იზორიამ სიუჟეტში ტურისტული კომპანიების შეფასებებს მოუყარა თავი.