მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების საყვარელი წყალი "ნაბეღლავი" და UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პარტნიორები გახდნენ(რ)

 წყალი ნაბეღლავი
15.01.24 11:52
818

ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი და ქართველების საყვარელი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, მეტსახელად „მანქანა“ პარტნიორები გახდნენ.

„ნაბეღლავი სპორტისთვის“ კამპანიის ფარგლებში UFC-ის ყველაზე რეიტინგული ათლეტი ნაბეღლავთან ითანამშრომლებს და არა მხოლოდ ქართული მინერალური წყლის სახელს გაიტანს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე, არამედ სპორტულ ცხოვრებაში ჰიდრატაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციას მოახდენს.

„დაარსების დღიდან, ჩვენი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და ამ მიზნით, წლების განმავლობაში არა ერთი კამპანია და აქტივობა აქვს განხორციელებული. ამჯერად დავიწყეთ კამპანია „ნაბეღლავი სპორტისთვის“, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა, ქართველ ნიჭიერ სპორტსმენებს ახალი მიზნებისა და წარმატების მიღწევაში. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ვითანამშრომლებთ მერაბ დვალიშვილთან და მის გვერდით ვიქნებით უდიდესი წარმატების მიღწევის გზაზე. მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან, UFC-ის ყველაზე რეიტინგული მებრძოლი საერთაშორისო ასპარეზზე ნაბეღლავის ბრენდირებული ფორმით იბრძოლებს და ქართველების საყვარელი წყლის სახელს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზეც გაიტანს“, - აცხადებს ნაბეღლავის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი.

მერაბ დვალიშვილისა და ნაბეღლავის კოლაბორაციის ფარგლებში, ნაბეღლავი მომხმარებელსა და სპორტის, უშუალოდ მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. მათ შორის, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ UFC-ის ქართველი მებრძოლის ბრენდირებული სპორტული ინვენტარი და ექსკლუზიური ნივთების კოლექცია შეიძინონ.

„ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა, რომელიც ჩვენი და მერაბ დვალიშვილის პარტნიორობის ფარგლებში შედგება. თუმცა, ამის გარდა, გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ მერაბის გუნდის წევრები. ამისთვის მათ აქტიურად უნდა ადევნონ თვალი ნაბეღლავის სოციალური ქსელების გვერდზე ქართველი მებრძოლის შესახებ გათამაშებას, უპასუხონ შეკითხვებს და მოიგონ სასურველი, ექსკლუზიურად ბრენდირებული აქსესუარები“, - აღნიშნავს ანა ბერიშვილი.

"ნაბეღლავთან" დამეგობრებასა და პარტნიორობის დაწყებას საქართველოსთან კავშირების კიდევ უფრო გამყარებას უწოდებს თავად ქართველი მებრძოლი, რომლის თქმითაც, რაც ამერიკაში გადავიდა, ცდილობს, სულ უფრო მეტი და ძლიერი კავშირი ჰქონდეს სამშობლოსთან.

„ბავშვობიდან მახსოვს ქართული წყლის - ნაბეღლავის გემო, რომელსაც მარტივად ვცნობ და გამოვარჩევ სხვა მინერალური წყლებისგან. რაც ამერიკაში გადმოვედი, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და ძლიერი კავშირი მქონდეს სამშობლოსთან, რომლის სახელის გატანას და პოპულარიზაციასაც ვცდილობ მთელს მსოფლიოში. ნაბეღლავი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ქართული პროდუქტია და ყველა იმ სასიამოვნო, ნოსტალგიურ ასოციაციებს აღძრავს, რაც ჩემს საქართველოს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ამიერიდან მე და ნაბეღლავი დავმეგობრდით და ვეცდებით, ერთმანეთი კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ქართველი მებრძოლი ასევე ხაზს უსვამს სპორტსმენებისთვის ჰიდრატაციის და ზოგადად, წყლის მნიშვნელობას და ამბობს, რომ სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით UFC-ის მებრძოლებისთვის სწორი ჰიდრატაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინტენსიური ვარჯიშების დროს, ასევე უშუალოდ აწონვების პერიოდში. ნევადაში ონკანიდან წყალს თითქმის არ სვამენ, არ აქვთ ისეთი ფუფუნება, როგორც ჩვენ ქართველებს. მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი მუდმივი მეგზური, აქამდეც იყო და ახლა მით უმეტეს არის ნაბეღლავი, რომელიც მეხმარება სრულად შევივსო დახარჯული მინერალები და საჭირო ენერგია როგორც ვარჯიშებზე, ისე ზოგადად ცხოვრებაში“, - აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი

18 თებერვალს (საქართველოს დროით) UFC-ის ქართველ მებრძოლს, ნაბეღლავის ახალ სახეს კარიერის ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა აქვს - „მანქანა“ UFC-ის მებრძოლს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი ბრძოლისთვის მერაბ დვალიშვილი ქართველების საყვარელ წყალთან ერთად ემზადება და გულშემატკივრებს დაუვიწყარ ბრძოლას ჰპირდება. ნაბეღლავი კი მანამდე კამპანია #ნაბეღლავისპორტისთვის და მერაბ დვალიშვილთან თანამშრომლობის ფარგლებში, გულშემატკივრებს სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობასა და სპეციალურ პრიზებს შესთავაზებს.

გასულ წელს ქართველების საყვარელმა მინერალურმა წყალმა მომხმარებელს უნიკალური პროექტი - კამპანია „ნაბეღლავი მუსიკისთვის“ შესთავაზა, რომელიც "ნაბეღლავისა" და ქართველი არტისტების ერთობლივ თანამშრომლობას გულისხმობდა. წელს კი პროექტი კამპანიით „ნაბეღლავი სპორტისთვის“ გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები