ლაშა ზამბახიძე, ერთ-ერთი ქართველია რომელმაც ჰოლივუდს საკუთარი ნიჭი აჩვენა და თავი კინო სამყაროში უკვე დაიმკვიდრა. სტუდიები, ისეთი როგორიცაა იუნივერსალი, დისნეი, უორნერ ბრაზერსი, ყველასთან უწევს მუშაობა და ყოველდღიურად ამტკიცებს რომ მთავარია ბევრი შრომა, ნიჭი, ცოტა იღბალიც და ამერიკა აუცილებლად მოგცემს შანსს, ოცნებები აისრულო.


































