15 წლის იყო, როცა ფლექსის პროგრამით ამერიკაში მოხვდა. 1 წლის მანძილზე ცხოვრობდა ამერიკულ ოჯახში და სწავლობდა ამერიკულ სკოლაში. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა 2015 წელს, გაიმარჯვა ფულბრაიტის პროგრამაში და ჩაირიცხა ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. აქედან კი იწყება უკვე ამერიკული ოცნებაც. როგორ მოხვდა ქართველი გოგონა, თამუნა პაპავა ამაზონში, როგორია მისი გზა წარმატებიკენ და როდის აპირებს ხელახლა სამშობლოში დაბრუნებას?