ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის აშშ-ის მიერ ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების კომენტირებისას წერს.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ღალატის გამო დაასანქცირა. ევროკავშირი აშშ-ს გზას უნდა გაყვეს ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და მათი დემოკრატიისთვის ბრძოლაში - ევროპული მომავალი ლეგიტიმური მთავრობის ქვეშ",- წერს ევროდეპუტატი.
The U.S. has sanctioned Bidzina Ivanishvili, Russia’s puppet in Georgia, for undermining democracy and betraying Georgia’s Euro-Atlantic future. The EU must follow suit (as the @Europarl_EN has called for) to support the Georgian people and their fight for a democratic, European… https://t.co/BqX1kvT1i2
— Rihards Kols (@RihardsKols) December 27, 2024
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.