მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია, პრეზიდენტს კვლავაც დავუჭერ მხარს ამ გზაზე - მაკრონი

მაკრონი
BM. GE
06.09.23 12:16
11

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა.

"დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. 

ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ, რომელსაც ის უძღვება, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა.

ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

შეგახსენებთ: 1 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა.

კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები