მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მასპინძელი ზანზიბარში მეორე სასტუმროს გახსნას მიმდინარე წელს გეგმავს

ზანზიბარი

ქართველი მასპინძელი, თიკო ჭუბაბრია, რომელიც ზანზიბარში სასტუმრო SeaShore Villa-ს ერთი წელია სათავეში უდგას, სექტემბრიდან კი ახალი, რეზორტის ტიპის სასტუმროს მმართველობაში აღებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს მფლობელმა და მმართველმა, თიკო ჭუბაბრიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი ტურისტული ობიექტის გახსნამდე, საწყის ეტაპზე ახალი რესტორნის, ბარისა და აუზის გაკეთება იგეგმება, რომელსაც ზღვაზე ექნება ხედი.

„10 წლიანი გეგმა გვაქვს. პირველ ეტაპზე, 50000 დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. პროექტის ფარგლებში, ბარის, რესტორნისა და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ ზღვის ხედით. ამის შემდეგ, ყოველ წლიურად ვაპირებთ ინვესტირებას და ტურისტული ობიექტის განვითარებას.

ახალი, რეზორტული სასტუმრო 16-17 ნომერს გააერთიანებს და მასში 50 ადამიანის განთავსებას შევძლებთ“,- აცხადებს ჭუბაბრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები