მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მგზავრები Condor Airlines საშუალებით აშშ-ს მიმართულებითაც იფრენენ - აეროპორტების გაერთიანება

626f8e584ed11
BM.GE
02.05.22 12:00
3953
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

,,Condor-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი რეისების კუთხით, თბილისსა და ფრანკფურტს შორის საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების მიმართულებით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც. რადგან ავიაკომპანია Condor საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკის ბაზარზე. შესაბამისად, ქართველ მგზავრებს საშუალება ექნებათ შეერთებული შტატების მიმართულებითაც იფრინოს ავიაკომპანიის საშუალებით,-“განაცხადა აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.

ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შესრულდება.ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები