მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველი მომხმარებელი ევროპული მიმართულებებით მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვისგან თავს იკავებს - "ვინგლეთი"

ვინგლეთი

ტურისტული კომპანია "ვინგლეთის" დამფუძნებლის, ანა კირკიტაძის განცხადებით, ქართველი მომხმარებელი ევროპული მიმართულებებით მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვისგან თავს იკავებს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა "საქმიანი დილაში" ისაუბრა.

ანა კირკიტაძის თქმით, თუ წინა წლებში მომხმარებელი სულ უფრო მეტად ეჩვეოდა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების ნაადრევად შეძენას, განსაკუთრებით აქციების ფარგლებში, მიმდინარე პერიოდში ეს ტენდენცია შესუსტებულია. მისი განმარტებით, მიზეზი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შიშები და ზოგადი არასტაბილურობის განცდაა.

"ვიზალიბერალიზაციის [შეჩერების], არასტაბილურობის შიშით, მომხმარებელი წინასწარ ჯავშნებს ერიდება. შედეგად, ჯავშნების გარკვეული ნაწილი კვლავ თურქეთის მიმართულებაზე გადანაწილდება. ადამიანები, რომლებიც ზაფხულში დასვენებას გეგმავენ და ვერ არიან დარწმუნებული, როგორი იქნება ვითარება ევროპასთან მიმართებით, უფრო მეტად ირჩევენ გარანტირებულ მიმართულებებს", – აღნიშნა კირკიტაძემ.

მისივე თქმით, თურქეთი ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხო არჩევანია ქართველი ტურისტებისთვის, რადგან იქ მოგზაურობას დამატებითი ბარიერები არ ახლავს. სწორედ ამიტომ, ევროპული მიმართულებების ნაცვლად, მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ამჯობინებს თურქეთს, როგორც წინასწარ პროგნოზირებად და სტაბილურ ტურისტულ ბაზარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები