მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართველი პაციენტები საზღვარგარეთ ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ" – როგორ პასუხობს გამოწვევას "ავერსი"?

ავერსს

სამედიცინო ჰოლდინგი „ავერსი“ საზღვარგარეთის კლინიკებთან კონკურენციაში შედის, რათა ქართველი პაციენტების სხვა ქვეყნებში გადინების ტენდენცია შეიცვალოს. „ავერსი-ფარმას“ მმართველი საბჭოს წევრი ლევან კურტანიძე „საქმიან დილაში“ სტუმრობისას აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა გამოწვევაა არამხოლოდ სამედიცინო დარგისთვის, არამედ ქვეყნისთვის. გამოწვევის საპასუხოდ კი, მისივე თქმით, „ავერსი“ ცდილობს ქართველ მომხმარებელს, მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.

„ქართველი პაციენტების გადინება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, არა მარტო ჩვენი სფეროსთვის, ვფიქრობ, მთლიანად ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი იხარჯება ქართველი პაციენტების მიერ საზღვარგარეთ. ჩვენ წინა წლებშიც ვმუშაობდით ამაზე და 2026 წლიდან უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ, პირველ რიგში, ქართველმა პაციენტებმა საქართველოში მიიღონ ის მომსახურება, რასაც მიიღებენ გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად და უფრო მეტი თუ არა, არანაკლები ხარისხით, ვიდრე იღებენ სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვიწევს, ასე ვთქვათ, კონკურენცია იმ უცხოურ კლინიკებთან, რომლებსაც საკმაოდ წარმატებული და აგრესიული მარკეტინგი აქვთ, თუმცა ვმუშაობთ და ნელ-ნელა ქართველი პაციენტების ფსიქოლოგიაც სასიკეთოდ იცვლება“, - აღნიშნა მან.

ამასთანავე, „ავერსი ფარმას“ მმართველი საბჭოს წევრი ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მხრიდან სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიმდინარე წელს კომპანია თბილისში, გორსა და რუსთავში კლინიკების ქსელის გაფართოებაზე მუშაობს.

გორში სულ ცოტა ხანში დავასრულებთ და გაიხსნება, ეს მესამე ფილიალი. ასევე მიმდინარე პროექტი გვაქვს რუსთავში, სადაც „ავერსისკლინიკის მეორე ფილიალი გაიხსნება. ყველაზე დიდი პროექტი ამჟამად თბილისში გვაქვს. „ავერსისკლინიკის ცენტრალური ფილიალის გვერდით, 45 000 კვადრატულ მეტრის სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება. ანუ, ყველა კლინიკაში გავაფართოებთ არსებულ სერვისებსაც, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. დავამატებთ ახალ სერვისებსაც. თბილისში საკმაოდ დიდი გამოდის, მრავალსაწოლიანი იქნება, თუმცა საწოლების რაოდენობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაქართველ პაციენტებშიც და ასევე ჩვენ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პაციენტი გვყავს უცხოეთიდან. ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და ათვისება გვინდა“, - განაცხადა „ავერსი-ფარმას“ მმართველი საბჭოს წევრმა.


ვაკვირდებით, რისთვის მიდიან ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში სამკურნალოდ და ვცდილობთ, ის აპარატურა შევიძინოთ - პაატა კურტანიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები