მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, გაგვგეგრძელებინა განვითარების გზა - ირაკლი ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

როგორც „იმედთან“ ინტერვიუში მან თქვა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად შეასრულებს დაპირებებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ გაგვგეგრძელებინა განვითარების გზა. გზა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი არის ქვეყნის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ყოფა“, - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები