მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქარვას“ ქართული წარმოების სიმინდის ზეთი სუპერმარკეტებში ერთ თვეში გამოჩნდება

5f92eb0b91fca
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.20 09:40
1818
მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანია „ქარვას“ მიერ სექტემბერში სამეგრელოში, კერძოდ კი ხობში სატესტო რეჟიმში ამოქმედებული სიმინდის ზეთის საწარმოშუ დამზადებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე 1 თვეში გამოჩნდება.

როგორც BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა, პირველ ეტაპზე საწარმო თვეში 70 ტონა სიმინდს გადაამუშავებს და 75 000 ლიტრ ზეთს აწარმოებს. ამ მოცულობით კომპანია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივი პაზრის პრემიუმ სეგმენტს აითვისებს.

„კომპანია 100%-იან ნატურალურ პროდუქტს მინარევების გარეშე ამზადებს. იმპორტირებული ზეთები მინარევებითაა, შესაბამისად ეს ჩვენ უპირატეს მდგომარეობაში გვაყენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აწყობილი გვაქვს უნარჩენო მთლიანი ციკლი, კონკურენტუნარიანები ვხდებით, იმიტომ, რომ დანაკარგების გარეშე თვითღირებულებასაც ვიჭერთ და შესაბამისად ზეთი მომხმარებელს 10%-დან 15%-მდე ნაკლები ფასით შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

მისივე ინფორმაციით, „ქარვას“ სიმინდის ზეთი 1 თვეში ქსელურ სუპერმარკეტებში - კარფურში, აგროჰაბსა და ევროპუროდუქტში გამოჩნდება.

„აღნიშნულ სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, COVID-19-მა ეს პროცესი ცოტა შეაფერხა, თუმცა ეს სირთულეც დავძლიეთ და ქართულ პროდუქტს მომხმარებელს შევთავაზებთ“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ საწარმო უნრაჩენო წარმოების პროექტის ფარგლებში ამოქმედდა, რომელიც მოიცავს როგორც სიმინდის ზეთის წარმოებას, ასევე წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენებისგან ცხოველებისთვის, ქათმისთვის, თევზისა და ლოკოკინისთვის კომბინირებული საკვების წარმოებას. 2 საწარმოს საინვესტიციო ღირებულება ჯამში 8 მლნ ლარს შეადგენს და კომპანია ამით ხობში 50 ადამიანს ასაქმებს.

პროექტი საპარტნიორო ფონდის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „დანერგე მომავალის“, ქართუ ბანკისა და კომპანია „ქარვას“ პარტნიორების დაფინანსებით განხორციელდა.

გიორგი თაბაგარი აღნიშავს, რომ სიმინდის საწარმო 5 თვით ადრე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიის დროს შეჩერებული მიმოსვლის გამო სპეციალისტებმა ჩამოსვლა მხოლოდ შემოდგომისთვის შეძლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები