მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარხნებში წარმოების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - "აი დი ეს ბორჯომი საქართველო"

5e74764249a9d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 12:14
2534
ჩვენს ქარხნებში წარმოების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და პროდუქციით სრულად უზრუნველვყოფთ ქვეყანას, - განუცხადეს BM.GE-ს "ბორჯომის" მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანია "აი დი ეს ბორჯომი საქართველოში".

როგორც კომპანიაში ამბობენ, იმისთვის რომ შეფერხება არ ჰქონდეთ, ისინი ითვალისწინებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და უსაფრთხოების ყველა ზომას იცავენ.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ პროდუქტი, კომპანია და ჩვენი თანამშრომლები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე, თანამშრომლების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, შეხვედრები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ტარდება. კომპანიის ოფისებში, ქარხნებსა და სატრანსპორტო საშუალებებში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ოფისში და ქარხანაში შესვლამდე, თანამშრომლებს ვუზომავთ ტემპერატურას. მოვახდინეთ 70 წელს გადაცილებული და რისკ ჯგუფში მყოფი სხვა თანამშრომლების - ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების თვითიზოლაცია (ამ ეტაპზე 2020 წლის 20 აპრილამდე), რომლის დროსაც ისინი გააგრძელებენ ხელფასის 100%–ის მიღებას", - ამბობენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ჯამურად კომპანია "აი დი ეს ბორჯომი საქართველოში" 1 000 მდე ადამიანია დასაქმებული.
"მხოლოდ სათაო ოფისს თუ ვიგულისხმებთ, ალბათ 70% მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, ხოლო კომპანიის ჭრილში - ქარხნების ჩათვლით, დასაქმებულთა 30% სახლიდან მუშაობს", - უთხრეს BM.GE-ს "აი დი ეს ბორჯომი საქართველოში".

ცნობისთვის, "აი დი ეს ბორჯომი საქართველო" 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ მსხვილ ინვესტორთა TOP-10-შია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები