მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

QatarEnergy თხევადი გაზის მიწოდებაზე ფორსმაჟორს აცხადებს

qatar

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, QatarEnergy-მ თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდების ზოგიერთ კონტრაქტზე ფორსმაჟორული მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

კომპანიის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებამ ტვირთების დათქმულ ვადებში გაგზავნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.

ზოგადად, კატარი ევროკავშირის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, კომპანიის მიერ ფორსმაჟორის გამოცხადება კი ამ სახელმწიფოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ენერგეტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ QatarEnergy-ის ეს გადაწყვეტილება გლობალურ ბაზარზე გაზის ფასების კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რომელიც ისედაც 100%-ით არის გაძვირებული.

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანია პარტნიორებთან ერთად ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას ცდილობს, თუმცა ლოგისტიკური სირთულეები და ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები მიწოდების მოცულობის შემცირებას გარდაუვალს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები