მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქავთარაძის ქუჩაზე 34, 29 და 14-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება - პროექტს საკრებულომ დაამტკიცა

დომუსი ქავთარაძე

საკრებულოს სხდომაზე ქავთარაძის ქ.#22ა და 22ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. საუბარია ყოფილი, "ინტურისტის" ავტოსადგომის ტერიტორიაზე, რომელიც საცხოვრებელი კომპლექს დრიმ თაუნის გვერდით მდებარეობს.

პროექტის ავტორი "დომუს დეველოპმენტია". პროექტით დაგეგმილია ადგილზე განთავსდეს 1 საოფისე ფართი და 2 საცხოვრებელი კორპუსი. გეგმის მიხედვით კორპუსების სიმაღლეები 34, 29 და 14 სართული იქნება.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ საპროექტო ტერიტორიის ორივე ნაკვეთზე ამჟამად დგას ისეთი შენობა-ნაგებობები როგორებიც არის: ჯართის მიმღები პუნქტი, სარიტუალო და ასევე ავტომანქანების პროფილაქტიკური მომსახურების და სხვა მცირე სოციალური მომსახურების ობიექტები. მათი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული ობიექტების დემონტაჟი.

ურბანული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ამჟამად საპროექტო ნაკვეთის ფუნქციური ზონა წარმოადგენს საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2 (სსზ-2), წარმოდგენილი საპროექტო წინადადებით ხდება ამ ზონის შენარჩუნება. თუმცა, საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში საცხოვრებელი ფუნქციის გადამეტების გამო გათვალისწინებულია, მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება.

bm.ge პროექტთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად კომპანია "დომუს დეველოპმენტს" დაუკავშირდება და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები