მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქერჩის ხიდზე იერიშის შედეგად მოძრაობა შეფერხდა - ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება

ქერჩის ხიდი

ქერჩის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან იერიში განხორციელდა - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ხიდზე გადაადგილება შუადრემდე იქნება შეზღუდული.

„შედეგების ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური, ქერჩში გაშლილია ოპერატიული შტაბი“, - დაწერა აქსიონოვმა და დასძინა, რომ ვითარებას პირად კონტროლზე იყვანს და მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

ყირიმსა და სევასტოპოლში სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანების ოპერატორი კომპანიის, „გრანდ სერვის ექსპრესის“ ცნობით კი , ხიდის დროებით დაკეტვის გამო ფერხდება „ტავრიის“ ოთხი მატარებელი:

  • სანქტ-პეტერბურგი — ქერჩი და ადლერი — ქერჩი — 4.5 საათით;

  • მოსკოვი — ქერჩი (14 ნოემბრის რეისი) — 3.5 საათით;

  • მოსკოვი — ქერჩი (15 ნოემბრის რეისი) — 2 საათით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 ნოემბრის საღამოდან 16 ნოემბრის დილამდე რუსეთის თავზე 1336 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ყირიმის გარდა, დრონები გაანეიტრალეს ტვერის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, კალუგის, ტულის, რიაზანის, ორიოლის, ვორონეჟის, ვლადიმირის, სმოლენსკის, ნიჟნი-ნოვგოროდისა და როსტოვის ოლქების, კრასნოდარის მხარისა და მოსკოვის რეგიონის ტერიტორიებზე, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიების თავზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები