მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქერჩის ხიდზე აფეთქების გამო პუტინმა უკრაინა ტერორიზმში დაადანაშაულა

634319f0a746b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.22 22:50
• 956
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებულია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.

მან მომხდარს ტერაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამაში ეჭვი არ ეპარება: „როგორ მომახსენეთ, ეჭვგარეშეა. ეს ტერაქტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ იყო მიმართული“ - განაცხადა მან.

პუტინი დაინტერესდა იყვნენ თუ არა ავტორები, დამკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები, რაზეც საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ "ტერაქტის" მოწყობაში უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის მოქალაქეები და სხვა ქვეყნები ეხმარებოდნენ.

ცნობისთვის, 8 ოქტომბრის დილის საათებში ქერჩის ხიდზე ძლიერი აფეთქების შედეგად გზის ნაწილი ჩამოიშალა, სარკინიგზო გზაზე მიმავალ სატვირთო შემადგენლობას კი ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ხიდი კი დროებით დაიხურა. მოძრაობა ხიდზე 9 ოქტომბერს დილის საათებში აღდგა.

ცნობისთვის, ქერჩის ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა და მის მიზანს ანექსირებული ყირიმის და რუსეთის სატრანსპორტო სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები