მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთა გაბუნია ღამის ეკონომიკაზე: „სამოქმედო გეგმა უბრალოდ არ არსებობს“

5ed531005a800
ნუცა ბაზლიძე
01.06.20 22:50
1143
„ბოლო 2 წელია, საკლუბო სცენა დიდი ტემპით ვითარდება და ამ დროის განმავლობაში, ველოდებით სამოქმედო გეგმას, ის კი უბრალოდ არ არსებობს. ამ 2 თვის განმავლობაშიც, სრული სიჩუმეა“ - ამის შესახებ კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ „ღამის ეკონომიკის“ პროექტის საქმიანობის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის არსებობა ერთგვარი ფორმალობაა და ის, გარკვეულწილად, ხელისშემშლელ ფაქტორსაც კი წარმოადგენს.

„მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ კომუნიკაცია და ჩაატარეს კვლევა ღამის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ჩართულ ობიექტებთან, თუმცა, ძალიან უცნაურია, რომ 4 მთავარ კლუბთან არანაირი გამოკითხვა და კვლევა არ ჩაუტარებიათ. აკრძალვა არ გვაქვს, საქმიანობაში არ ერევიან, თუმცა ეს უმოქმედობა სფეროს რეპუტაციულად ძალიან აზიანებს,“ - დასძენს ქეთა გაბუნია.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის პროექტის შესახებ დაახლოებით ორი წლის წინ განაცხადა. ამ მიმართულებას სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს. ღამის ეკონომიკა საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები