მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა - განკარგულება

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. 2016-დან 2020 წლამდე ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს პოსტს იკავებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები