მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იანვრიდან დაიწყება - რატომ დაგვიანდა პროექტი?

61a9eaca515b2
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 14:05
2644
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყება, ნაცვლად დაგეგმილი მიმდინარე წლის ნოემბრისა. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც გამზირის განახლების პროექტის განხორციელება დაგვიანებით იწყება.

„ქეთევან წამებულის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყება, როგორც კი ახალი წლის დღეებს გადავაგორებთ, იმიტომ რომ ეს ქუჩა მთლიანად უნდა გაგვეჩერებინა და საახალწლოდ ვიცით, როგორ იტვირთება თბილისში მოძრაობა, შესაბამისად, არ გვინდოდა მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი შეგვექმნა. სამუშაოები 14 იანვრის შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ამ პროექტის პარალელურად თბილისის მერია მელიქიშვილის გამზირის ძირეულ რეაბილიტაციასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველი ტენდერის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერში კი გამარჯვებულად თბილისის მერიამ გაზრდილი ბიუჯეტით - 6 090 839 ლარად DIN GROUP-ი გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები