საქსტატმა 2026 წლის მარტის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წლიურად 4.3%-ით გაიზარდა.
საქსტატი ინფლაციას 305 სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, საიდანაც დაახლოებით 100 სასურსათო პროდუქტებია, შესაბამისად ინფლაციის დონეზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სურსათის ჯგუფში შემავალ პროდუქტებს აქვს.
საქსტატი აქვეყნებს ფასების დეტალურ ინდექსს, რომელშიც სწორედ 305 დასახელების საქონლის და მომსახურების ფასები არის წარმოდგენილი, ანგარიშის თანახმად, მარტში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად - 92%-ით ქლიავი გაძვირდა. მეორე ადგილზეა 74%-ით გაძვირებით ოქროს ბეჭედი, მესამე პოზიციას კი 57%-ის გაძვირებით მწვანე ლობიო იკავებს.
| # | პროდუქტი | ფასის ზრდა წინა წელთან შედარებით |
| 1 | ქლიავი | 92% |
| 2 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 74% |
| 3 | მწვანე ლობიო | 57% |
| 4 | ლიმონი | 51% |
| 5 | მსხალი | 35% |
| 6 | ბადრიჯანი | 34% |
| 7 | ატამი | 33% |
| 8 | გაზეთი | 30% |
| 9 | ახალი თევზი | 28% |
| 10 | ქალის ფეხსაცმლის შეკეთება | 27% |
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს, მათ შორის პირველ ადგილზეა ხახვი, რომლის ფასიც წინა წელთან შედარებით 25%-ით შემცირდა, მეორე ადგილზეა ტელევიზორი 22%-ის კლებით, მესამეზე კი კომბოსტო 20%-ის გაიაფებით.
| # | პროდუქტი | ფასის წლიური ცვლილება |
| 1 | ხახვი | -25% |
| 2 | ტელევიზორი | -22% |
| 3 | კომბოსტო | -20% |
| 4 | მაცივარი | -19% |
| 5 | ნიორი | -17% |
| 6 | სამზარეულოს გარნიტური | -16% |
| 7 | სარეცხი მანქანა | -15% |
| 8 | კივი | -15% |
| 9 | ბრინჯი | -14% |
| 10 | მიქსერი | -14% |




























