მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულეთში ძლიერმა შტორმმა სანაპირო ინფრასტრუქტურა დააზიანა - "დაიწყება ზარალის დათვლა"

შტორმი

ძლიერმა წვიმამ და შტორმმა ქობულეთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

როგორც ქობულეთის მერია იტყობინება, შტორმმა სასეირნო ბილიკზე ქვიშა და ნატანი გამორიყა. დაზიანებულია პარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, სანაპიროსთან ახლოს მდებარე შენობების ფასადები.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ არსებული მდგომარეობის შესწავლას, ზარალის დათვლას და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები