მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონებაზე ყადაღის დადების წესები შეიცვალა - პარლამენტის გადაწყვეტილება

632d973b3cd86
ინგა მურუსიძე
23.09.22 15:41
1079
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და ასახა რედაქციული ხასიათის შენიშვნები, ტექსტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

კანონპროექტის მიღებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
 
პარლამენტმა ქონებაზე ყადაღის დადების წესის ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა - რა იცვლება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები