2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე მყოფი სახელმწიფო საწარმოებიდან მხოლოდ ერთი - შპს "იუნიორმ შენის” (ს/კ 236041341) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილის პრივატიზება შეძლო.
ბიზნესი რეესტრის თანახმად, "იუნიორმ შენის” 100%-იანი წილის მფლობელი ნანა სადუნიშვილია.
BMG-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამჟამად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე სულ 75 სახელმწიფო საწარმოა. საწარმოების უმრავლესობაში სახელმწიფო 100%-ს ფლობს.
ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 0,01% ე.წ. ოქროს აქცია. ასევე, სახელმწიფო ფლობს 8,73%-ს (1104 ერთეული AG კლასის აქცია) შპს RISA INVESTMENTS LIMITED-ში, რომელიც “ბორჯომის“ მფლობელი კომპანიაა და ა.შ.
ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მართვაში სულ 310 საწარმოა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 75 სახელმწიფო საწარმო/წილი - სია
1. შპს კუმისის ამბულატორია (100%)
2. შპს სერვისი-7 (100%)
3. სს სანატორიუმი ლიკანი (99,45%)
4. სს საქართველოს აბრეშუმი (100%)
5. სს საქართველოს რკინიგზა (50%)
6. შპს EXSPRESS (70%)
7. სს აკურა (99,82%)
8. შპს საქწიგნი (100%)
9. შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია (100%)
10. სს ელმავალმშენებელი (12%)
11. სს საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი (100%)
12. შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა (100%)
13. შპს საქაერონავიგაცია (100%)
14. სს დუღაბი (48,55%)
15. სს ბიზნესცენტრი აგრომონტაჟი (58,57%)
16. შპს იჯიეს (50%)
17. შპს საყალიბე ქვიშები (49%)
18. სს ხობის ნავთობპროდუქტი (51%)
19. შპს ვარდისუბანი (70%)
20. შპს ემ თი ეი (100%)
21. შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (50%)
22. შპს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი (100%)
23. შპს რეაბილიტაცია (100%)
24. შპს საქართველოს ტელერადიოცენტრი (100%)
25. შპს თბილავიამშენი (100%)
26. შპს შანს ოილი (100%)
27. შპს საკვების წარმოების კომპანია (62,97%)
28. შპს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (10%)
29. შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (0,01% (ოქროს აქცია)
30. შპს თერმული წყლები (100%)
31. შპს შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (100%)
32. შპს მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის პათოლოგანატომიური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (100%)
33. სს ნ.მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინის და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (100%)
34. შპს ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (100%)
35. შპს დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (100%)
36. შპს სამედიცინო რეაბილიტაციის ამბულატორიული ცენტრი (100%)
37. შპს ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი (100%)
38. შპს ქუთაისის მოზრდილთა N5 პოლიკლინიკა (100%)
39. შპს ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი (100%)
40. შპს ქურთის საავადმყოფო (100%)
41. შპს ზუგდიდის ფარმაცია (100%)
42. შპს ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა (100%)
43. შპს ახალგორის რაიონული საავადმყოფო (100%)
44.შპს მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა (100%)
45. შპს ლარგვისის საექიმო ამბულატორია (100%)
46. შპს თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი (100%)
47. შპს სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (100%)
48. შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (100%)
49. შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (5%)
50. შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი (5%)
51. შპს რეგიონული ჰოსპიტალი (100%)
52. შპს RISA INVESTMENTS LIMITED/“ბორჯომის“ მფლობელი კომპანია (7.73% წილი) (1104 ერთეული AG კლასის აქცია)
53. შპს საქართველოს ფოსტა (100%)
54. შპს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (100%)
55. შპს სამედიცინო ამბულატორია ფონიჭალა (100%)
56. სს მარმარილო (55,59%)
57. შპს გრიოგილ ორმოცაძის სახელობის ცენტრი "ნევრონი" (100%)
58. შპს გაზეთი ვრასტანი (51%)
59. შპს გაზეთი გურჯისტანი (51%)
60. შპს წინაგრის საექიმო ამბულატორია (100%)
61. სს მეტეხის ნავთობპროდუქტი (51%)
62. შპს დავით სარაჯიშვილი ალკო (35%)
63. შპს შატო ზეგაანი (3%)
64. შპს წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა - 2003 (73,81%)
65. შპს პრიმერა (75%)
66. შპს იბერია-2000 (100%)
67. შპს აგროინფორმი (75,5%)
68. შპს მარცვალი (34%)
69. შპს ბჯდი და კომპანია (30%)
70. შპს ნაციონალური სერვისული კომპანია (20%)
71. შპს სურსათი ნ (20%)
72. შპს კავკასიის სამშენებლო მასალები (5%)
73. შპს ორბი-საქართველოს ავიახაზები (5%)
74. შპს ზუგდიდის მეფრინველეობა (100%)
75. შპს არენა (60%).