ორ დღეში მიღებული კანონი. პარლამენტმა ოფშორებიდან აქტივების გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას მხარი დაუჭირა. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები კომპანია გადასახადებისგან გათავისუფლდება. შეღავათი 2030 წლამდე იმოქმედებს. ეკონომისტები და იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.