მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების გადასახადის რეფორმა - ფინანსთა სამინისტრო ცვლილებებზე მუშაობს

ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიური გადასახადი შემოსავლის მიხედვით აღარ განისაზღვრება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის კანონპროექტს უწყება სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს, ამ ეტაპისთვის კი რეფორმის ზეგავლენის შეფასება მიმდინარეობს, რასაც მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციები მოჰყვება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუმცა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დღეს არსებული მიდგომა არასწორია. 

სტუმარი: ირაკლი ჟვანია - „ქუდოს ჯორჯია“ (Kudos Georgia) პარტნიორი;