მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qooqy Bakery-მა თბილისში მეოთხე ფილიალი გახსნა - "ბათუმშიც ვაპირებთ გაფართოებას"

ქუქი ბეიქერი

თბილისში Qooqy Bakery-ის რიგით მეოთხე ფილიალი გაიხსნა, რომელიც როგორც საკვებ ობიექტს, ასევე საწარმოო სივრცეს აერთიანებს. პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებლის ახალი ფილიალი ცოტნე დადიანის 110 ნომერში განთავსდა. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, Qooqy Bakery-ის ახალი ფილიალისთვის 400 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„ჩვენი გეგმაა რეგიონებში განვითარება. თავდაპირველად ბათუმში ვაპირებთ ახალი ფილიალის გახსნას. რათა ჩვენს იქაურ კორპორაციულ მომხმარებლებსაც მოვემსახუროთ. იცით, რომ ბათუმში ბევრი სასტუმროა, ჩვენ კი, მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე გვყავს სწორედ პრემიუმ მომხმარებელი“, - ამბობს Qooqy Bakery-ის დამფუძნებელი ილია გეფერიძე.

ბათუმში Qooqy Bakery-ის ფილიალის გახსნა 2025 წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, კომპანია თბილისის მასშტაბითაც გეგმავს მორიგ გაფართოებას. შემდეგ ლოკაციებად, მოიაზრება დიღომი და ვერა/ვაკე.

QooQy Bakery 40-ზე მეტი დასახელების საკონდიტრო ნაწარმსა და სასმელს 2021 წლიდან აწარმოებს. ის ამჟამად ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი და ოთხივე თბილისში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები