მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქსნის ქუჩაზე კლდეზვავის ჩამოშლაზე დასკვნა მომზადდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო
BM. GE
17.08.23 21:30
69

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის საკითხზე დასკვნა მომზადდება.

"17 აგვისტოს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩამოშლას, რომელმაც დაფარა რკინიგზის ლიანდაგი და დროებით შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეაფასა არსებული სიტუაცია. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება",- წერია სააგენტოს განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები